Skip to main content

Tag: Scandinavia

სულთმოფენობა, 7ივნისი, კვირა

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც. დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა, გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე, „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი“…

Adventure, Europe, Norway, Scandinavia, Trip

Continue reading

1 ივნისი, წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე

მოციქულთასწორთა შორის ერთერთი ყველაზე გამორჩეული წმ. ნინოა. 12 წლის ასაკში მასზე უდიდესი ღვთის მადლი გადმოვიდა, დედაღვთისმშობელმა მას თავისი წილხვდომილი ქვეყნის განმანათლებლობა დააკისრა. საოცარია ღვთის მადლი და ნამდვილად, „საკვირველ არიან საქმენი“ მისნი, საკვირველია დედაღვთისმშობლის ნება-სურვილიც, მსგავსად ძისა თვისისა… მან არათუ გამოცდილ და ზრდასრულ ადამიანს დაავალა საკუთარი წილხვდომილი ქვეყნის განმანათლებლობა, არამედ პატარა, სუსტ გოგოს, რომლის სულიერი მზაობა აღემატა მისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარს… მართლაც, რომ ძალი ღვთისა მის უძლურებაში სრულ იქმნა…

Adventure, Norway, Scandinavia, Trip

Continue reading

17 მაისი, კვირა, (სამარიტელის კვირა)

დღევანდელი სახარების საკითხავიდან უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, თუ როგორია ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა. თუ როგორ უნდა ვცეთ ჩვენ თაყვანი ღმერთს. სულიერი არსი ამ საკითხავისა მდგომარეობს ჭეშმარიტი ლოცვის შეცნობაში. იმ დროს, იუდეველნი ამტკიცებდნენ რომ მხოლოდ იერუსალიმის ტაძრიდან იწირებოდა ჭეშმარიტი მსხვერპლი და ლოცვა უფლისადმი, ხოლო სამარიტელნი ფიქრობდნენ რომ მხოლოდ იმ მთაზე შეიძლებოდა უფლისადმი თაყვანისცემა რომელ მთაზეც მათ ააშენეს ტაძარი. ამ განსხვავებების გამო და არამარტო ამ განსხვავებების გამო, სამარიტელებსა და იუდეველებს შორის არსებობდა კონფლიქტი, რომელიც ერთმანეთის სიძულვილში იყო გადაზრდილი. იუდეველები ცოდვად მიიჩნევდნენ მცირეოდენ ურთიერთობასაც კი სამარიტელებთან და ასევე სამარიტელებიც, არ ურთიერთობდნენ იუდეველებთან და სძულდათ ისინი. და აი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე მიმავალი გალილეის მხარისკენ, სამარიის ქალაქ სუქარში მოსასვენებლად ჩამოჯდა წყაროსთან, სადაც სამარიტელ დედაკაცს გაესაუბრა და დამოძღვრა იმ სათნოებაში, რომელსაც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ეწოდება. ჩვენ ვიცით, რომ განხორციელებული ღმერთის, იესუ ქრისტეს ყოველი სიტყვა და ნაბიჯი უდიდესი განგებულებითა და წინასწარგანზრახვითაა განსაზღვრული და ეს შეხვედრაც სამარიტელ დედაკაცთან შემთხვევითი არ იყო, რადგანაც უფალს სურდა ყველგან დაეთესა მარცვალი ჭეშმარიტებისა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახარების ამ მონაკვეთიდან, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, იწყება სამარიტელი დედაკაცის მიერ ნათქვამი სიტყვებით მაცხოვრის მიმართ: „ უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.“… ,, ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.“ თაყვანისცემა.“ .. გვითხარი სად გვმართებს ღვთის თაყვანისცემაო, თითქოს შეეკითხა ქრისტეს სამარიტელი დედაკაცი, რომელსაც ხუთი ქმარი ყავდა და რომელსაც მეექვსესთან ჰქონდა გაბმული უკანონო ურთიერთობა … ხედავთ რა საოცარია? მიუხედავათ დედაკაცის ცოდვიანი ცხოვრებისა მასში იყო დაფარული სურვილი ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის „ადგილის“ მოძიებისა და მასში აღმოჩნდა საკმარისი სარწმუნოება ღვთის სიტყვის მისაღებად და დასაჯერებლად… და ჩვეულებრივ ბუნებრივ წყაროსთან მისულს, დახვდა ზებუნებრივი, სიცოცხლის წყარო – იესუ ქრისტე … ჭეშმარიტად, „საკვირველ არიან საქმენნი შენნი უფალო…“

Fishing, Scandinavia, Sweden, Trip

Continue reading