We are looking for passionate travelers all over the world, who would like to write with us!

Tag: Fishing

17 მაისი, კვირა, (სამარიტელის კვირა)

დღევანდელი სახარების საკითხავიდან უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, თუ როგორია ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა. თუ როგორ უნდა ვცეთ ჩვენ თაყვანი ღმერთს. სულიერი არსი ამ საკითხავისა მდგომარეობს ჭეშმარიტი ლოცვის შეცნობაში. იმ დროს, იუდეველნი ამტკიცებდნენ რომ მხოლოდ იერუსალიმის ტაძრიდან იწირებოდა ჭეშმარიტი მსხვერპლი და ლოცვა უფლისადმი, ხოლო სამარიტელნი ფიქრობდნენ რომ მხოლოდ იმ მთაზე შეიძლებოდა უფლისადმი თაყვანისცემა რომელ მთაზეც მათ ააშენეს ტაძარი. ამ განსხვავებების გამო და არამარტო ამ განსხვავებების გამო, სამარიტელებსა და იუდეველებს შორის არსებობდა კონფლიქტი, რომელიც ერთმანეთის სიძულვილში იყო გადაზრდილი. იუდეველები ცოდვად მიიჩნევდნენ მცირეოდენ ურთიერთობასაც კი სამარიტელებთან და ასევე სამარიტელებიც, არ ურთიერთობდნენ იუდეველებთან და სძულდათ ისინი. და აი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე მიმავალი გალილეის მხარისკენ, სამარიის ქალაქ სუქარში მოსასვენებლად ჩამოჯდა წყაროსთან, სადაც სამარიტელ დედაკაცს გაესაუბრა და დამოძღვრა იმ სათნოებაში, რომელსაც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ეწოდება. ჩვენ ვიცით, რომ განხორციელებული ღმერთის, იესუ ქრისტეს ყოველი სიტყვა და ნაბიჯი უდიდესი განგებულებითა და წინასწარგანზრახვითაა განსაზღვრული და ეს შეხვედრაც სამარიტელ დედაკაცთან შემთხვევითი არ იყო, რადგანაც უფალს სურდა ყველგან დაეთესა მარცვალი ჭეშმარიტებისა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახარების ამ მონაკვეთიდან, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, იწყება სამარიტელი დედაკაცის მიერ ნათქვამი სიტყვებით მაცხოვრის მიმართ: „ უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.“… ,, ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.“ თაყვანისცემა.“ .. გვითხარი სად გვმართებს ღვთის თაყვანისცემაო, თითქოს შეეკითხა ქრისტეს სამარიტელი დედაკაცი, რომელსაც ხუთი ქმარი ყავდა და რომელსაც მეექვსესთან ჰქონდა გაბმული უკანონო ურთიერთობა … ხედავთ რა საოცარია? მიუხედავათ დედაკაცის ცოდვიანი ცხოვრებისა მასში იყო დაფარული სურვილი ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის „ადგილის“ მოძიებისა და მასში აღმოჩნდა საკმარისი სარწმუნოება ღვთის სიტყვის მისაღებად და დასაჯერებლად… და ჩვეულებრივ ბუნებრივ წყაროსთან მისულს, დახვდა ზებუნებრივი, სიცოცხლის წყარო – იესუ ქრისტე … ჭეშმარიტად, „საკვირველ არიან საქმენნი შენნი უფალო…“

Fishing, Scandinavia, Sweden, Trip

Continue reading

Created with YOOtheme Pro