We are looking for passionate travelers all over the world, who would like to write with us!
  • Home

მამაო, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ხატის საფულით ტარება? და თუ არა რატომ? პატივისცემით ქრისტინა

ქრისტინა, უკაცრავად დაგვიანებული პასუხისათვის. შეგიძლია ხატი ატარო ნებისმიერი საშუალებით, რაც არ შეურაცხყოფს ხატის სიწმინდეს. კარგი იქნება თუ ხატს გულის ჯიბით ატარებ, კიდევ უფრო კარგი იქნება თუ ხატთან ერთად ლოცვასაც ატარებ გულით… და გულშიც. ღმერთმა დაგლოცოს!!!

ამ გვერდზე დაიდება თქვენ მიერ გამოგზავნილი შეკითხვები

ამ გვერდზე დაიდება თქვენ მიერ გამოგზავნილი შეკითხვები მღვდელმსახურთან საეკლესიო საკითხებზე. შეკითხვები, პასუხებთან ერთად გამოქვეყნდება ხოლმე არაუგვიანეს ერთ კვირისა. ელ-ფოსტა: info@eklesia.us

აღდგომის ქადაგება

გლოცავთ და გაკურთხევთ სიხარულით ქრისტეს აღდგომაში სან ფრანცისკოსა და სრულიად კალიფორნიაში მცხოვრებნო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილნო!!! დღეს საუკუნო სიცოცხლე – ქრისტე მაცხოვარი აღმოუბრწყინდა კაცობრიობას… მზის აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ხარობს სამყარო, რადგანაც იგია განმაახლებელი და ცხოველსმყოფელი მთელი ქმნილებისა… განღებულ არს კარიბჭე სამოთხისა და გალობენ ქვეყანისათანი ზეცისა თანა… გიხაროდეთ !!!და მხიარულ იყვენით!!! რამეთუ ქრისტე აღსდგა და გამობრწყინდა მარადიული სიცოცხლისა და მარადიული სიხარულის ჩირაღდანი!!! დღეს სან ფრანცისკოში, პირველად აღევლინა ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება…. დღეს წმ. ნინოს ჯვარი პირველად გამობრწყინდა სან ფრანცისკოს ოქროს კარიბჭეზე და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დედობრივი მადლი მოეფინა აქ მცხოვრებ ქართველებსა და ყველას – ჩვენი ეკლესიის შვილებს….

Continue reading

რისთვის იქნა შეწყალებული კეთილგონიერი ავაზაკი

სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II

“ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად” (რუსთაველი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

Continue reading

  • 1
  • 2
  • 5
Created with YOOtheme Pro