• Home
  • მღვდელმსახურის კუთხე

2 აგვისტო, ილიაობა (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღე )

„აჰა, ესერა რამე კეთილ, რამე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად“…ვმადლობთ ღმერთს, რომ ღირსგვყო სერბი და ქართველი მართლმადიდებელი ხალხები, ერთად გვედიდებინა უფალი – წმ. ილია წინასწარმეტყველის ხსენების საზეიმო დღეს.

Continue reading

18 ივლისი 2009წ.

ჩვენი პატრიარქი, ხშირად ბრძანებს ხოლმე ძველი რომაელების გამოთქმას „დრონი იცვლებიან და დროსთან ერთად ვიცვლებით ჩვენც“ო, ერშიც იტყვიან ხოლმე ჩვენთან, მსგავსადვე ამისა „ეხლა სხვა დრო არისო“ … და მართლაც, სხვა დროა ახლა, თითქოს აჩქარდა ყველაფერი და გაიოლდა ყოფაც, მაგრამ სულიერი პრობლემები ისევ რჩება და იზრდება. დღევანდელი ჩვენი ყოფაცხოვრება, ისე როგორც არასდროს, გვკარნახობს, რომ ვიყოთ უფრო მიწიერნი ვიდრე სულიერნი. დღეს მთელს მსოფლიოში სულიერების დეფიციტია, რადგან ღვთის რწმენას კარგავენ ადამიანები. თანამედროვე მიღწევებმა მეცნიერებაში და ახალმა ტექნოლოგიებმა გააამპარტავნა ადამიანი და ისეა გაკადნიერებული რომ ღვთის არსებობას ეჭვის ქვეშ აყენებს. მან შეიქმნა ყველანაირი კომფორტი მიწაზე და ეხლა სურს ერთადერთი „ხელისშემშლელი“ – ღმერთი მოიშოროს თავიდან, რადგანაც უფალი ხელს უშლის მის აღვირახსნილ მისწრაფებებსა და ფანტაზიებს. დიახ, აღარაა ღმერთის ადგილი ხორციელი სიტკბოებით გამაძღარ ადამიანში და იგი ღმერთის არ არსებობის დაჯერებით ცდილობს დაიმშვიდოს საკუთარი თავი, რადგანაც ფიქრობს, რომ „თუ ღმერთი არ არის, ვინ არის ჩემი განმკითხველი…? … ყველაფერი დაშვებულია!“ ალბათ გაგახსენდათ დოსტოევსკის ნაწარმოებიდან ცნობილი გამონათქვამი „არ არის ღმერთი! ესეიგი ყველაფერი დაშვებულია!“ მაგრამ ვაი, რომ ცდება ის ვინც ასე ფიქრობს, ვაი, რომ მიწას ირჩევს ზეცის ნაცვლად ის ვინც ასე ფიქრობს.

Continue reading

პეტრე-პავლობა, 12 ივლისი 2009წ.

“თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათა…..” ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!!! და მოგიკითხავთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ი ლ ი ა მეორისა და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველ მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის სახელით!!! წყალობა მშვიდობა და ცოდვათა მიტევება მოგმადლოთ მამაზეციერმა!!! უფალი მეფობს!!! უფალი მღვდლობს!!! და უფალი გვწყალობს!!!

Continue reading

სან ფრანცისკოს მრევლს

გლოცავთ და მოგიკითხავთ სიყვარულით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისაგან და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველის, მიტროპოლიტ დიმიტრისაგან… მშვიდობა და ერთობა გქონოდეთ ქრისტეში!!!

Continue reading

ყოველთა წმიდათა კვირა, 14 ივნისი

გასულ კვირას ჩვენ ვიზეიმეთ სულთმოფენობის – ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღესასწაული დედამიწაზე. დღეს კი ვზეიმობთ ყოველთა წმიდათა ხსენებას. ყოველნი წმინდანნი არიან ისინი, რომელთაც კეთილად იღვაწეს ამ ქვეყანაზე და ღვთის სასუფეველის ღირსნი გახდნენ. მათი ამ ქვეყნიური ცხოვრების მაგალითით ვსწავლობთ იმას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, რომ სასუფევლის ღირსნი გავხდეთ. როგორი გულები უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ უფალი ჩვენში შემოვიდეს და დამკვიდრდეს. ეკლესიური სწავლებით ყველა ადამიანს მოეთხოვება სიწმინდით ცხოვრება, რადგან წმიდაა შემოქმედი, უფალი, ღმერთი ჩვენი და მისი სული მკვიდრობს ყოველი ადამიანის სხეულში. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკვიდრებულ არს თქვენ შორის?“ (I კორ. 3,16). ამბობს წმ. პავლე მოციქული…“

Continue reading

www.eklesia.us