We are looking for passionate travelers all over the world, who would like to write with us!
  • Home
  • 19 აპრილი 2009 წელი, ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

19 აპრილი 2009 წელი, ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

განუზომელია მორწმუნე ადამიანისათვის აღდგომის სიხარული, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ჯოჯოხეთი დაემხო, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და აღარ უფლობს სიკვდილი ადამიანზე, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიცოცხლე დაგვიბრუნდა… „სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი… სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი …?

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი არის დღესასწაულთა დღესასწაული, ეს არის სიცოცხლის, სიხარულის და სიყვარულის დღესასწაული ერთად… სიკვდილი მოიკლა და ჩვენ განვცხოველდით – გავცოცხლდით… შეიძლება ვინმემ იკითხოს, როგორ მოიკლა სიკვდილი, ადამიანები ქრისტეს აღდგომის შემდეგაც ხომ კვდებიანო…? დიახ, ზოგი მართლაც კვდება, ზოგი კი გარდაიცვლება… ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ არსებობს ორგვარი სიკვდილი; არსებობს სხეულის სიკვდილი და არსებობს სულიერი, სამარადისო სიკვდილი, რომელსაც ღმერთთან განშორება ჰქვია. ეს სიკვდილი უფლობდა ადამიანს ქრისტეს აღდგომამდე. მართალზეც და მტყუანზეც ჯოჯოხეთი მთავრობდა.

და აი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე – ღმერთი, განკაცდა რათა დაემარცხებინა უსამართლობა და უკეთურობა, რათა მოეშთო ადამიანის პირველქმნილი ცოდვა და ბოროტება. რადგან დაცემული ადამიანი მხოლოდ თავისი ძალებით ვერაფერს გახდებოდა ბოროტთან. და აი იგი განკაცდა, განწმინდა ადამიანური ბუნება და ღმერთამდე აღამაღლა, თუმცა კი , უფრო სწორად რომ ვთქვათ, მან ადამიანური ბუნება განაღმრთო. ღმერთი განკაცდა და კაცი განიღმრთო – გაღმერთდა… და ამიტომაც ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ყოველი ადამიანი მოწოდებულია მადლისმიერი განრმრთობისაკენ, სიწმინდისაკენ და სიკეთისაკენ, ამას თუ ღრმად გავაცნობიერებთ მივხვდებით თუ როგორი გზით უნდა განვლოთ ეს ცხოვრება და წუთისოფელი…

ეს ცხოვრება სიზმარივით წავა და განქარდება, ხოლო ჩვენი სულები კი აღმოჩნდებიან სულ სხვა, ზეციური, სინამდვილის წინაშე… სადაც ყოველივეს ფარდა აეხდება და განცხადდება … ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ ამ დღესთან შესახვედრად… ! და აღდგომის სიხარულში შესასვლელად!!! …და ვინ შევა აღდგომის სიხარულში, თუ არა ის , ვისაც შეიწყალებს უფალი, თუ არა ის, რომელიც არის „უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა,“ ვინც თავმდაბალია, მოწყალეა და სიყვარული აქვს… „რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი …“ „ამან მოიღოს კურთხევა უფლისაგან და წყალობა ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა….“ … „ესე არს ნათესავი,“ რომელიც შევა აღდგომის სიხარულში….

მაშ მოვედით, ძმანო და დანო , ვადიდოთ უფალი ღმერთი ჩვენი, ჩვენივე გულისთვის განკაცებული, ჯვარზე ვნებული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე!!! ყველას ვულოცავ სიყვარულით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს, ჩვენი ეკლესიის შვილებს… და მთელ საქართველოს!!!

გილოცავთ და მოგიკითხავთ სიყვარულით, ამერიკისა და კანადის ქართულ სამრევლოებს ჩვენი მეუფე დიმიტრის სახელით… ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ თქვენ და ყველა, უცხოობაში მყოფნი ჩვენი თანამემამულენი!

შევთხოვოთ, ჩვენს უფალსა და ღმერთს – მკვდრეთით აღმდგარ იესუ ქრისტეს, რათა დაიცვას და დაიფაროს ჩვენი სამშობლო – საქართველო მადლითა და წყალობით, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვითა და მეოხებით!!! ღმერთმა დღეგრძელი, ჯანმრთელი და გახარებული ამყოფოს ჩვენი უწმინდესი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!!!

ამინ!

ქრისტე აღდგა!!!
ჭეშმარიტად!!!

Christ is Risen!!!
Indeed he is Risen!!!

Христос воскресе!!!
Воистино воскресе!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე.
19 აპრილი 2009 წელი, ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

Adventure, Hiking, Mountains, New Zealand, Storie, Trip

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Created with YOOtheme Pro