
- ეს ღონისძიება გავიდა.
25 მაისი, კვირა. ბრმის კვირა
25 მაისი, კვირა. ბრმის კვირა
⛪ საღვთო ლიტურგია – დილის 10:00am.
ეპიფანე კვიპრელ ეპისკოპოსისა (403) და გერმანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (740)✝️
აღდგომიდან მე-6 კვირიაკე, ბრმის კვირა. ❤️✝️❤️
ქრისტეს მიერ საყვარელნო ეკლესია ბრმის კვირას უწოდებს, რადგან იხსენიებს მაცხოვრის მიერ შობიდან ბრმის განკურნების სასწაულს. ამის შესახებ სახაერება მოგვითხრობს შემდეგს: იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების უკანასკნელ წელს მიდიოდა გალილეიდან იერუსალიმში ტაძრის განახლების დღესასწაულზე. გზაზე მან დაინახა კაცი – შობიდან ბრმა. ეს იყო ყველასათვის ცნობილი ღატაკი, რომელიც იჯდა ქუჩაში და მოწყალებას თხოულობდა. მოციქულებმა ჰკითხეს მასზე იესოს: „მოძღვარო, ვინ სცოდა, ამან, თუ მშობელთა მისთა, რამეთუ ბრმა იშვა?“ – ქრისტემ მიუგო: „არცა ამან სცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა გამოსცხადნეს საქმე ღვთისა მაგას ზედა“. რომელი საქმე ღვთისა უნდა გამოცხადებულიყო ამ დაბადებიდან უსინათლო კაცზე? უფალი დაუბრუნებს მას მხედველობას. ახლა ის იხილავს იმას, რისი წარმოდგენაც ადრე არ შეეძლო; ახლა ის დანახავს ღვთის მიერ შექმნილ სამყაროს მშვენიერებას, რაც გააღვიძებს მის გულში მოკრძალებასა და უსაზღვრო მადლიერების გრძნობას იმისადმი, ვინც აღუდგენს მას მხედველობას. ხილული, ანუ ქვეყნიური თვალების ახელასთან ერთად, მას აეხილება უხილავი – სულიერი თვალებიც და მაშინვე იცნობს ძე ღვთჲსას, რომლის ღვთაებრივ ღირსებასაც უყოყმანოდ დაამოწმებს მისი მტრების – ფარისევლებისა და მწიგნობრების წინაშე.