Skip to main content

16 აგვისტო, კვირა, მარხვისათვის.

„…და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამოთ. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ…“ აი, სად იღებს მარხვა სათავეს… სიმბოლურად ყოველი მარხვა, იმ პირველი მარხვის გაგრძელებაა… და ასეა მარიამობის მარხვაც.

Continue reading

დიდება უფალს! ! ! 9 აგვისტო

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმ. დიდმოწამისა და მკურნალის პანტელეიმონის ხსენებას. შევთხოვოთ უფალს, რომ მისი მეოხებით მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში და მოიღოს კურნება ჩვენს სულებზე.

Continue reading

2 აგვისტო, ილიაობა (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღე )

„აჰა, ესერა რამე კეთილ, რამე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად“…ვმადლობთ ღმერთს, რომ ღირსგვყო სერბი და ქართველი მართლმადიდებელი ხალხები, ერთად გვედიდებინა უფალი – წმ. ილია წინასწარმეტყველის ხსენების საზეიმო დღეს.

Continue reading

18 ივლისი 2009წ.

ჩვენი პატრიარქი, ხშირად ბრძანებს ხოლმე ძველი რომაელების გამოთქმას „დრონი იცვლებიან და დროსთან ერთად ვიცვლებით ჩვენც“ო, ერშიც იტყვიან ხოლმე ჩვენთან, მსგავსადვე ამისა „ეხლა სხვა დრო არისო“ … და მართლაც, სხვა დროა ახლა, თითქოს აჩქარდა ყველაფერი და გაიოლდა ყოფაც, მაგრამ სულიერი პრობლემები ისევ რჩება და იზრდება. დღევანდელი ჩვენი ყოფაცხოვრება, ისე როგორც არასდროს, გვკარნახობს, რომ ვიყოთ უფრო მიწიერნი ვიდრე სულიერნი. დღეს მთელს მსოფლიოში სულიერების დეფიციტია, რადგან ღვთის რწმენას კარგავენ ადამიანები. თანამედროვე მიღწევებმა მეცნიერებაში და ახალმა ტექნოლოგიებმა გააამპარტავნა ადამიანი და ისეა გაკადნიერებული რომ ღვთის არსებობას ეჭვის ქვეშ აყენებს. მან შეიქმნა ყველანაირი კომფორტი მიწაზე და ეხლა სურს ერთადერთი „ხელისშემშლელი“ – ღმერთი მოიშოროს თავიდან, რადგანაც უფალი ხელს უშლის მის აღვირახსნილ მისწრაფებებსა და ფანტაზიებს. დიახ, აღარაა ღმერთის ადგილი ხორციელი სიტკბოებით გამაძღარ ადამიანში და იგი ღმერთის არ არსებობის დაჯერებით ცდილობს დაიმშვიდოს საკუთარი თავი, რადგანაც ფიქრობს, რომ „თუ ღმერთი არ არის, ვინ არის ჩემი განმკითხველი…? … ყველაფერი დაშვებულია!“ ალბათ გაგახსენდათ დოსტოევსკის ნაწარმოებიდან ცნობილი გამონათქვამი „არ არის ღმერთი! ესეიგი ყველაფერი დაშვებულია!“ მაგრამ ვაი, რომ ცდება ის ვინც ასე ფიქრობს, ვაი, რომ მიწას ირჩევს ზეცის ნაცვლად ის ვინც ასე ფიქრობს.

Continue reading

პეტრე-პავლობა, 12 ივლისი 2009წ.

“თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათა…..” ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!!! და მოგიკითხავთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ი ლ ი ა მეორისა და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველ მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის სახელით!!! წყალობა მშვიდობა და ცოდვათა მიტევება მოგმადლოთ მამაზეციერმა!!! უფალი მეფობს!!! უფალი მღვდლობს!!! და უფალი გვწყალობს!!!

Continue reading