ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, ერისკაცობაში ლაშა ინწკირველი დაიბადა 1981 წლის 22 ივნისს ოზურგეთის რაიონში. 1996 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა- კურთხევით მან ჩააბარა ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში. სტუდენტობის პერიოდში ის დაინტერესტდა მონასტრული ცხოვრებით და მორჩილებას გადიოდა მახერას მამათა მონასტერში, კვიპროსზე. 2000 წელს სასულიერო სასწავლებელის დაასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად კათოლიკოს- პატრიარქის ილია II და მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა- კურთხევით ის სერბეთში გაემგზავრა . 2001-2007 წელეებში სწავლობდა ბელგრადის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის უნივერსტიში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.

საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის მორჩილად აკურთხა , უწოდა სახელი ლაშა-გიორგი და ასევე დანიშნა ეპარქიის მდივნად. 2009 წლის 29 ივნისს მორჩილი ლაშა-გიორგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი - საბა. ამავე წლის 5 ივლისს, ბერი საბა ეკურთხა ბერ- დიაკვნად. 2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა -კურთხევით ბერ-დიაკონი საბა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 2010 წლის 26 ოქტომბერს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ(შიოლაშვილი) ის აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და ჩააბარა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი და წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო პენსილვანიის შტატში.

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული. ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის 2011 წელს 22 მაისს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ,მღვდელ-მონოზონ საბას იღუმენობა მიანიჭა.

2013 წელს ის დანიშნა ბრუკლინში ღვთისმშობლის შობის სახელობის ქართული სამრევლო წინამძღვრად.

2013 წელის 9 თებერვალს მამა საბა აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

2013 წელის 13 ოქტომბერს მას მიენიჭა მანტიისა და კვერთხის ტარების უფლება.

2014 წლის 3 ივნისს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი საბა გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად.

2014 წლის 22 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II-სა და წმინდა სინოდის წევრების მიერ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტი საბა ეპისკოპოსად იკურთხა.

2014 წლის 3 ივნისს არქიმანდრიტი საბა გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსად. ხოლო 2014 წლის 22 ივნისს მცხეთაშისვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.

Informational Center

კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა საქართველო. იგი ამავე დროს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. მაცხოვრის მოძღვრებას ქართველი ხალხი ეზიარა I საუკუნეში წილისყრით, რომელსაც უნდა გაერკვია, ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რა ქვეყანაში იქადაგებდა, საქართველო წილად ხვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ამიტომ ითვლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმს დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს _ წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს _ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.

Read more: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია

Informational Center

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ი ლ ი ა მეორის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა ამერიკისა და კანადის სამრევლოების მმართველობა, რომლის წინამძოლად დაინიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.

Read more: ჩვენთან არს ღმერთი!

Informational Center

ანგარიშზე შემოწირულობა

"პეიპალის" ან საკრედიტო ბარათის საშუალებით:

ჩეკი გამოწერეთ სახელზე:
ST NICHOLAS GEORGIAN ORTHODOX CHURCH

გააგზავნეთ მისამართზე:
5657 Lindley Avenue,
Tarzana, CA 91356

Informational Center

 ჩვენთან არს ღმერთი!!!

 

 

 

 

 

ქართველნო ერთად ღვთისაკენ !!!

2009 წელს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის განჩინებითა და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ი ლ ი ა მეორის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართულ სამრევლოთა მმართველობა, რომლის წინამძოლად დაინიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.

ყოველკვირეული და სადღესასწაულო მსახურებების გარდა, ჩატარდა ცხრა ნათლობა. ნათელიღეს; გიორგი ქავთარაძემ, თინათინ დავითიანმა, სოფიო გრიგოლიამ, გიორგი თუთარაშვილმა, მარიამ ჯაფარიძემ, დავით შარაშენიძემ. გიორგი ნადირაძემ, და ამერიკელებმა ამანდა სილმამ და ანგუშ (ანდრია) მოჰანმა იზრდება მორწმუნეთა და მაზიარებელთა რიცხვი და იმედია ჯვრისწერებიც ბევრი იქნება...

ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოში ყალიბდება მგალობელთა გუნდები, სრულდება პარაკლისები კალიფორნიაში მცხოვრები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა კეთილდღეობისათვის და მშვიდობისათვის ქართულ ენაზე, და მას აღასრულებენ, როგორც მღვდელმსახური, ისე მედავითნენიც...

რამდენიმეჯერ ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება, ეკლესიის არსებობისათვის საჭირო შემოწირულობების მოსაგროვებლად. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამრევლო სკოლის ამოქმედება, სადაც შეისწავლება საღვთო სჯული, ქართული ენა და ლიტერატურა და საქართველოს ისტორია, დაგეგმილია გაზეთის გამოცემა, რომელშიც განთავსდება რელიგიური და ისტორიული საკითხავნი, ქართული ლიტერატურისა და პოეზიის ნიმუშები და აგრეთვე, აისახება უცხოობაში მყოფი ჩვენი მრევლის, თანამემულეების ყოფა-ცხოვრების დეტალები - წარმატებები და მიღწევები...

თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენი, უძველესი ქართული მართლმადიდებელი ქრისტანული ეკლესიისათვის, რომელიც ცდილობს თავისი დედობრივი კალთა გადააფაროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ საყვარელ შვილებს - ქრისტეანებს!

გლოცავთ, გაკურთხევთ და გმადლობთ თქვენი ლოცვებისათვის, შემოწირულობებისათვის, თანადგომისათვის… იყავით ბედნიერნი ღვთის ძალით და შემწეობით!!! უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!!!

შემოწირულობებისათვის იხილეთ ჩვენი ეკლესიის ვებგვერდი: www.eklesia.us ან ისარგებლეთ შემდეგი მისამართით:

 

Informational Center

ჩვენი პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

Read more: ჩვენი პატრიარქი

გვერდი მუშაობს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

ღვთისმსახურებები ძირითადად ტარდება შაბათობით, შემდეგ მისამართზე:

St Nicholas Georgian
Orthodox Church
5657 Lindley Avenue,
Tarzana, CA 91356

ანგარიშზე შემოწირულობა

"პეიპალის" ან საკრედიტო ბარათის საშუალებით:

სხვა საშუალებები