ჩვენთან არს ღმერთი!!!

 

 

 

 

 

ქართველნო ერთად ღვთისაკენ !!!

2009 წელს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის განჩინებითა და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ი ლ ი ა მეორის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართულ სამრევლოთა მმართველობა, რომლის წინამძოლად დაინიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.

ყოველკვირეული და სადღესასწაულო მსახურებების გარდა, ჩატარდა ცხრა ნათლობა. ნათელიღეს; გიორგი ქავთარაძემ, თინათინ დავითიანმა, სოფიო გრიგოლიამ, გიორგი თუთარაშვილმა, მარიამ ჯაფარიძემ, დავით შარაშენიძემ. გიორგი ნადირაძემ, და ამერიკელებმა ამანდა სილმამ და ანგუშ (ანდრია) მოჰანმა იზრდება მორწმუნეთა და მაზიარებელთა რიცხვი და იმედია ჯვრისწერებიც ბევრი იქნება...

ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოში ყალიბდება მგალობელთა გუნდები, სრულდება პარაკლისები კალიფორნიაში მცხოვრები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა კეთილდღეობისათვის და მშვიდობისათვის ქართულ ენაზე, და მას აღასრულებენ, როგორც მღვდელმსახური, ისე მედავითნენიც...

რამდენიმეჯერ ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება, ეკლესიის არსებობისათვის საჭირო შემოწირულობების მოსაგროვებლად. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამრევლო სკოლის ამოქმედება, სადაც შეისწავლება საღვთო სჯული, ქართული ენა და ლიტერატურა და საქართველოს ისტორია, დაგეგმილია გაზეთის გამოცემა, რომელშიც განთავსდება რელიგიური და ისტორიული საკითხავნი, ქართული ლიტერატურისა და პოეზიის ნიმუშები და აგრეთვე, აისახება უცხოობაში მყოფი ჩვენი მრევლის, თანამემულეების ყოფა-ცხოვრების დეტალები - წარმატებები და მიღწევები...

თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენი, უძველესი ქართული მართლმადიდებელი ქრისტანული ეკლესიისათვის, რომელიც ცდილობს თავისი დედობრივი კალთა გადააფაროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ საყვარელ შვილებს - ქრისტეანებს!

გლოცავთ, გაკურთხევთ და გმადლობთ თქვენი ლოცვებისათვის, შემოწირულობებისათვის, თანადგომისათვის… იყავით ბედნიერნი ღვთის ძალით და შემწეობით!!! უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!!!

შემოწირულობებისათვის იხილეთ ჩვენი ეკლესიის ვებგვერდი: www.eklesia.us ან ისარგებლეთ შემდეგი მისამართით:

 

გვერდი მუშაობს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

ღვთისმსახურებები ძირითადად ტარდება შაბათობით, შემდეგ მისამართზე:

St Nicholas Georgian
Orthodox Church
5657 Lindley Avenue,
Tarzana, CA 91356

ანგარიშზე შემოწირულობა

"პეიპალის" ან საკრედიტო ბარათის საშუალებით:

სხვა საშუალებები