დღევანდელი სახარების საკითხავიდან უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, თუ როგორია ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა. თუ როგორ უნდა ვცეთ ჩვენ თაყვანი ღმერთს. სულიერი არსი ამ საკითხავისა მდგომარეობს ჭეშმარიტი ლოცვის შეცნობაში. იმ დროს, იუდეველნი ამტკიცებდნენ რომ მხოლოდ იერუსალიმის ტაძრიდან იწირებოდა ჭეშმარიტი მსხვერპლი და ლოცვა უფლისადმი, ხოლო სამარიტელნი ფიქრობდნენ რომ მხოლოდ იმ მთაზე შეიძლებოდა უფლისადმი თაყვანისცემა რომელ მთაზეც მათ ააშენეს ტაძარი. ამ განსხვავებების გამო და არამარტო ამ განსხვავებების გამო, სამარიტელებსა და იუდეველებს შორის არსებობდა კონფლიქტი, რომელიც ერთმანეთის სიძულვილში იყო გადაზრდილი. იუდეველები ცოდვად მიიჩნევდნენ მცირეოდენ ურთიერთობასაც კი სამარიტელებთან და ასევე სამარიტელებიც, არ ურთიერთობდნენ იუდეველებთან და სძულდათ ისინი.

Read more: 17 მაისი, კვირა, (სამარიტელის კვირა)

მღვდელმსახურის კუთხე

ჩვენ თითქმის ყველამ ვიცით „მამაო ჩვენო“ და თითქმის ყოველი მორწმუნე ქრისტიანი ამ ლოცვას ამბობს დღეში რამდენიმეჯერ. ძირითადი ფაბულა ამ ლოცვისა, (როგორც ყველა ლოცვისა), მარტივად რომ ვთქვათ, არის ღვთის დიდებისმეტყველება და ჩვენი სათხოვარი ღვთისადმი... მაგრამ გარდა ამისა ამ ლოცვაში არის ჩვენი დაპირება და ვალდებულება როგორც ღვთისადმი ასევე ადამიანებისადმი.... „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“... ამ სიტყვებით, ჩვენ ღმერთს ვეუბნებით, რომ ჩვენც ისევე მოგვიტევე შეცოდებანი ჩვენნი, როგორც ჩვენ მიუტევებთ ჩვენ შემცოდეებსო, ანუ ერთგვარ ხელშეკრულებას ვდებთ ჩვენ ღმერთთან ამ სიტყვებით. და ეს ყველა კეთილგონიერ ადამიანს უნდა ახსოვდეს და ცდილობდეს იყოს მიმტევებელი, მოწყალე და არა შუღლისმოყვარე. უფალი ამბობს: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი(მათე6,14)ო, ანუ ჩვენი ცოდვათა მიტევება უფალმა ჩვენზე გახადა დამოკიდებული...

Read more: შაბათი, 2 მაისი 2009 წ.

მღვდელმსახურის კუთხე

გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!!! „ესე არს დღე რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“. . . „ესე არს დღე“ გამოხსნისა წყევისაგან , ჯოჯოხეთისაგან და სიკვდილისაგან და „ესე არს დღე“ დიდი წყალობისა, სიცოცხლისა და სიყვარულისა, რომელიც ჩვენ დაგვიბრუნდა, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს მიერ...

Read more: 25 აპრილი 2009 წ. ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი

მღვდელმსახურის კუთხე

განუზომელია მორწმუნე ადამიანისათვის აღდგომის სიხარული, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ჯოჯოხეთი დაემხო, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და აღარ უფლობს სიკვდილი ადამიანზე, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიცოცხლე დაგვიბრუნდა... „სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი... სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი ...?

Read more: 19 აპრილი 2009 წელი, ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

მღვდელმსახურის კუთხე

ყოველი გათენებული დღე არის სასწაული და წყალობა ღვთისა ადამიანისათვის მომადლებული, ყოველი დღე, ჩვენ, შეგვაგრძნობინებს სიცოცხლის სულს და სუნთქვას, მოგვითხრობს ღვთის საქმეებისა და ქმნილებათა შესახებ, არ არსებობს დღე სიახლის გარეშე.

Read more: 8 აპრილი 2009 წელი, დიდმარხვის მე-6 კვირა

მღვდელმსახურის კუთხე

გლოცავთ და მოგიკითხავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ი ლ ი ა II –სა და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით. ,,მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა! ” ამინ!

Read more: კვირა, 29 მარტი, 2009წ

მღვდელმსახურის კუთხე

გლოცავთ და მოგიკითხავთ სიყვარულით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ი ლ ი ა მეორისა და ბათუმისა და ლაზეთის , ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტ დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით. ,,წყალობაი თქუენთანა და მშვიდობაი და სიყვარული განმრავლდინ!“

Read more: 4 აპრილი, ღვთისმსობლის დაუჯდომლის შაბათი

მღვდელმსახურის კუთხე

Page 2 of 2

გვერდი მუშაობს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

ღვთისმსახურებები ძირითადად ტარდება შაბათობით, შემდეგ მისამართზე:

St Nicholas Georgian
Orthodox Church
5657 Lindley Avenue,
Tarzana, CA 91356

ანგარიშზე შემოწირულობა

"პეიპალის" ან საკრედიტო ბარათის საშუალებით:

სხვა საშუალებები