ქრისტესმიერ საყვარელნო, 
გილოცავთ საშობაო მარხვის დაწყებას!!! მარხვა, თავისი სულიერი შინაარსით, ღვთისადმი ერთგვარი სიყვარულის გამოვლინებაა, მარხვა არის ნამდვილი მსხვერპლი და შესაწირავი ქებისა ღვთისადმი გაღებული  ჩვენგან, უფალი ბრძანებს: "არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა;რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისა, ნადირი მთათა და ყოველი პირუტყჳ…" "..შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი..".. და ეს მსხვერპლი ქებისა არის ჩვენი სულიერი საქმეები, მარხვა, ლოცვა, მოწყალების გაღება.. ანუ ყოველი ის საქმე რომელიც მოითხოვს ჩვენგან ჩვენი არჩევანის გამოვლენას, ჩვენი პირადი გადაწყვეტილების წარმოჩენას, ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადაც ყველაფერი უფლისაა და ჩვენ არ დაგვეკითხება თუკი მას ნებავს რაიმე… მარხვით ჩვენ ვცდილბთ ჩვენი სიყვარული ვანახოთ ღმერთს, რომ ჩვენც გვიყვარს ის, რომ ჩვენც ვიღწვით იმისთვის რომ დავუბრუნდეთ მას, წყაროს სიყვრულისას… გარდა ამისა მარხვა, თუკი მის შინაარსს კიდევ უფრო ჩავწვდებით, საკუთარი თავის ფლობის სწავლის შესანიშნავი საშუალებაა… თავშეკავება, რომელიც მარხვისას გამოუმუშავდება ადამიანს, არის ერთერთი საუკეთესო თვისება, რომელიც ყველა კეთილგონიერ ადამიანს უნდა გააჩნდეს… 
მარხვის ხილული მხარე საკვებისაგან თავის შეკავებაა, ხოლო უხილავი მხარე მარხვისა არის სიტკბოება იდუმალი  ლოცვისა და ღმერთთან სიახლოვისა… ამიტომ საჭიროა რომ ყოველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა იმარხულოს განურჩევლად ასაკისა მოძღვართან შეთანხმებით, (რადგან ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ მარხულობს). 
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და აკურთხოს ყველა თქვენი კეთილი საქმე!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,
იღუმენი იოანე (კავსაძე)

 

გვერდი მუშაობს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

ღვთისმსახურებები ძირითადად ტარდება შაბათობით, შემდეგ მისამართზე:

St Nicholas Georgian
Orthodox Church
5657 Lindley Avenue,
Tarzana, CA 91356

ანგარიშზე შემოწირულობა

"პეიპალის" ან საკრედიტო ბარათის საშუალებით:

სხვა საშუალებები