„...და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამოთ. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ...“ აი, სად იღებს მარხვა სათავეს... სიმბოლურად ყოველი მარხვა, იმ პირველი მარხვის გაგრძელებაა... და ასეა მარიამობის მარხვაც.

Read more: 16 აგვისტო, კვირა, მარხვისათვის.

მღვდელმსახურის კუთხე

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმ. დიდმოწამისა და მკურნალის პანტელეიმონის ხსენებას. შევთხოვოთ უფალს, რომ მისი მეოხებით მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში და მოიღოს კურნება ჩვენს სულებზე.

Read more: დიდება უფალს! ! ! 9 აგვისტო

მღვდელმსახურის კუთხე

„აჰა, ესერა რამე კეთილ, რამე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად“...ვმადლობთ ღმერთს, რომ ღირსგვყო სერბი და ქართველი მართლმადიდებელი ხალხები, ერთად გვედიდებინა უფალი - წმ. ილია წინასწარმეტყველის ხსენების საზეიმო დღეს.

Read more: 2 აგვისტო, ილიაობა (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღე )

მღვდელმსახურის კუთხე

ჩვენი პატრიარქი, ხშირად ბრძანებს ხოლმე ძველი რომაელების გამოთქმას „დრონი იცვლებიან და დროსთან ერთად ვიცვლებით ჩვენც“ო, ერშიც იტყვიან ხოლმე ჩვენთან, მსგავსადვე ამისა „ეხლა სხვა დრო არისო“ ... და მართლაც, სხვა დროა ახლა, თითქოს აჩქარდა ყველაფერი და გაიოლდა ყოფაც, მაგრამ სულიერი პრობლემები ისევ რჩება და იზრდება. დღევანდელი ჩვენი ყოფაცხოვრება, ისე როგორც არასდროს, გვკარნახობს, რომ ვიყოთ უფრო მიწიერნი ვიდრე სულიერნი. დღეს მთელს მსოფლიოში სულიერების დეფიციტია, რადგან ღვთის რწმენას კარგავენ ადამიანები. თანამედროვე მიღწევებმა მეცნიერებაში და ახალმა ტექნოლოგიებმა გააამპარტავნა ადამიანი და ისეა გაკადნიერებული რომ ღვთის არსებობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

Read more: 18 ივლისი 2009წ.

მღვდელმსახურის კუთხე

"თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათა....." ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!!! და მოგიკითხავთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ი ლ ი ა მეორისა და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველ მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის სახელით!!! წყალობა მშვიდობა და ცოდვათა მიტევება მოგმადლოთ მამაზეციერმა!!! უფალი მეფობს!!! უფალი მღვდლობს!!! და უფალი გვწყალობს!!!

Read more: პეტრე-პავლობა, 12 ივლისი 2009წ.

მღვდელმსახურის კუთხე

გლოცავთ და მოგიკითხავთ სიყვარულით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისაგან და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველის, მიტროპოლიტ დიმიტრისაგან... მშვიდობა და ერთობა გქონოდეთ ქრისტეში!!!

Read more: სან ფრანცისკოს მრევლს

მღვდელმსახურის კუთხე

ვადიდებთ და ვმადლობთ ღმერთს, რომ ღირსგვყო დღეს ერთად გველოცა და გვეწირა უფლისადმი წმ. ტიხონ ზადონელის სახელობის ტაძარში, ვადიდებთ და ვმადლობთ წმ. ტიხონ ზადონელს და წმ იოანე სან ფრანცისკოელს, რადგან მათი ლოცვით ჩვენ წყალობას მოველით ღვთისაგან. დღეს ეკლესია დღესასწაულობს ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის მთაზე განბრწყინებულთა და ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე განბრწყინებულთა ხსენებას. ყველას გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს.

Read more: 21 ივნისი 2009წ.

მღვდელმსახურის კუთხე

გასულ კვირას ჩვენ ვიზეიმეთ სულთმოფენობის - ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღესასწაული დედამიწაზე. დღეს კი ვზეიმობთ ყოველთა წმიდათა ხსენებას. ყოველნი წმინდანნი არიან ისინი, რომელთაც კეთილად იღვაწეს ამ ქვეყანაზე და ღვთის სასუფეველის ღირსნი გახდნენ. მათი ამ ქვეყნიური ცხოვრების მაგალითით ვსწავლობთ იმას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, რომ სასუფევლის ღირსნი გავხდეთ. როგორი გულები უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ უფალი ჩვენში შემოვიდეს და დამკვიდრდეს. ეკლესიური სწავლებით ყველა ადამიანს მოეთხოვება სიწმინდით ცხოვრება, რადგან წმიდაა შემოქმედი, უფალი, ღმერთი ჩვენი და მისი სული მკვიდრობს ყოველი ადამიანის სხეულში. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკვიდრებულ არს თქვენ შორის?“ (I კორ. 3,16). ამბობს წმ. პავლე მოციქული...“

Read more: ყოველთა წმიდათა კვირა, 14 ივნისი

მღვდელმსახურის კუთხე

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც. დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა, გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე, „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი“...

Read more: სულთმოფენობა, 7ივნისი, კვირა

მღვდელმსახურის კუთხე

მოციქულთასწორთა შორის ერთერთი ყველაზე გამორჩეული წმ. ნინოა. 12 წლის ასაკში მასზე უდიდესი ღვთის მადლი გადმოვიდა, დედაღვთისმშობელმა მას თავისი წილხვდომილი ქვეყნის განმანათლებლობა დააკისრა. საოცარია ღვთის მადლი და ნამდვილად, „საკვირველ არიან საქმენი“ მისნი, საკვირველია დედაღვთისმშობლის ნება-სურვილიც, მსგავსად ძისა თვისისა... მან არათუ გამოცდილ და ზრდასრულ ადამიანს დაავალა საკუთარი წილხვდომილი ქვეყნის განმანათლებლობა, არამედ პატარა, სუსტ გოგოს, რომლის სულიერი მზაობა აღემატა მისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარს... მართლაც, რომ ძალი ღვთისა მის უძლურებაში სრულ იქმნა...

Read more: 1 ივნისი, წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე

მღვდელმსახურის კუთხე

დღევანდელი სახარების საკითხავიდან უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, თუ როგორია ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა. თუ როგორ უნდა ვცეთ ჩვენ თაყვანი ღმერთს. სულიერი არსი ამ საკითხავისა მდგომარეობს ჭეშმარიტი ლოცვის შეცნობაში. იმ დროს, იუდეველნი ამტკიცებდნენ რომ მხოლოდ იერუსალიმის ტაძრიდან იწირებოდა ჭეშმარიტი მსხვერპლი და ლოცვა უფლისადმი, ხოლო სამარიტელნი ფიქრობდნენ რომ მხოლოდ იმ მთაზე შეიძლებოდა უფლისადმი თაყვანისცემა რომელ მთაზეც მათ ააშენეს ტაძარი. ამ განსხვავებების გამო და არამარტო ამ განსხვავებების გამო, სამარიტელებსა და იუდეველებს შორის არსებობდა კონფლიქტი, რომელიც ერთმანეთის სიძულვილში იყო გადაზრდილი. იუდეველები ცოდვად მიიჩნევდნენ მცირეოდენ ურთიერთობასაც კი სამარიტელებთან და ასევე სამარიტელებიც, არ ურთიერთობდნენ იუდეველებთან და სძულდათ ისინი.

Read more: 17 მაისი, კვირა, (სამარიტელის კვირა)

მღვდელმსახურის კუთხე

ჩვენ თითქმის ყველამ ვიცით „მამაო ჩვენო“ და თითქმის ყოველი მორწმუნე ქრისტიანი ამ ლოცვას ამბობს დღეში რამდენიმეჯერ. ძირითადი ფაბულა ამ ლოცვისა, (როგორც ყველა ლოცვისა), მარტივად რომ ვთქვათ, არის ღვთის დიდებისმეტყველება და ჩვენი სათხოვარი ღვთისადმი... მაგრამ გარდა ამისა ამ ლოცვაში არის ჩვენი დაპირება და ვალდებულება როგორც ღვთისადმი ასევე ადამიანებისადმი.... „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“... ამ სიტყვებით, ჩვენ ღმერთს ვეუბნებით, რომ ჩვენც ისევე მოგვიტევე შეცოდებანი ჩვენნი, როგორც ჩვენ მიუტევებთ ჩვენ შემცოდეებსო, ანუ ერთგვარ ხელშეკრულებას ვდებთ ჩვენ ღმერთთან ამ სიტყვებით. და ეს ყველა კეთილგონიერ ადამიანს უნდა ახსოვდეს და ცდილობდეს იყოს მიმტევებელი, მოწყალე და არა შუღლისმოყვარე. უფალი ამბობს: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი(მათე6,14)ო, ანუ ჩვენი ცოდვათა მიტევება უფალმა ჩვენზე გახადა დამოკიდებული...

Read more: შაბათი, 2 მაისი 2009 წ.

მღვდელმსახურის კუთხე

Page 1 of 2

Contact Us

გვერდი მუშაობს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

St Nicholas Georgian Orthodox Church
6510 La Mirada Ave, # 208
Los Angeles, CA 90038.
მობილური: (714) 737-5793

ანგარიშზე შემოწირულობა

"პეიპალის" ან საკრედიტო ბარათის საშუალებით:

Amount: