„...და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამოთ. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ...“ აი, სად იღებს მარხვა სათავეს... სიმბოლურად ყოველი მარხვა, იმ პირველი მარხვის გაგრძელებაა... და ასეა მარიამობის მარხვაც.

Read more: 16 აგვისტო, კვირა, მარხვისათვის.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმ. დიდმოწამისა და მკურნალის პანტელეიმონის ხსენებას. შევთხოვოთ უფალს, რომ მისი მეოხებით მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში და მოიღოს კურნება ჩვენს სულებზე.

Read more: დიდება უფალს! ! ! 9 აგვისტო

გლოცავთ და მოგიკითხავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ი ლ ი ა II –სა და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით. ,,მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა! ” ამინ!

Read more: კვირა, 29 მარტი, 2009წ

გლოცავთ და მოგიკითხავთ სიყვარულით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ი ლ ი ა მეორისა და ბათუმისა და ლაზეთის , ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტ დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით. ,,წყალობაი თქუენთანა და მშვიდობაი და სიყვარული განმრავლდინ!“

Read more: 4 აპრილი, ღვთისმსობლის დაუჯდომლის შაბათი

ამ გვერდზე დაიდება თქვენ მიერ გამოგზავნილი შეკითხვები მღვდელმსახურთან საეკლესიო საკითხებზე. შეკითხვები, პასუხებთან ერთად გამოქვეყნდება ხოლმე არაუგვიანეს ერთ კვირისა. ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

Read more: კითხვა-პასუხები

გლოცავთ და გაკურთხევთ სიხარულით ქრისტეს აღდგომაში სან ფრანცისკოსა და სრულიად კალიფორნიაში მცხოვრებნო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილნო!!! დღეს საუკუნო სიცოცხლე - ქრისტე მაცხოვარი აღმოუბრწყინდა კაცობრიობას... მზის აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ხარობს სამყარო, რადგანაც იგია განმაახლებელი და ცხოველსმყოფელი მთელი ქმნილებისა... განღებულ არს კარიბჭე სამოთხისა და გალობენ ქვეყანისათანი ზეცისა თანა... გიხაროდეთ !!!და მხიარულ იყვენით!!! რამეთუ ქრისტე აღსდგა და გამობრწყინდა მარადიული სიცოცხლისა და მარადიული სიხარულის ჩირაღდანი!!! დღეს სან ფრანცისკოში, პირველად აღევლინა ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება.... დღეს წმ. ნინოს ჯვარი პირველად გამობრწყინდა სან ფრანცისკოს ოქროს კარიბჭეზე და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დედობრივი მადლი მოეფინა აქ მცხოვრებ ქართველებსა და ყველას - ჩვენი ეკლესიის შვილებს....

Read more: აღდგომის ქადაგება

Contact Us

გვერდი მუშაობს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

St Nicholas Georgian Orthodox Church
6510 La Mirada Ave, # 208
Los Angeles, CA 90038.
მობილური: (714) 737-5793

ანგარიშზე შემოწირულობა

"პეიპალის" ან საკრედიტო ბარათის საშუალებით:

Amount: